სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს ექნება საკუთარი საცხოვრებელი
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს დევნილ ოჯახებს ბარამიას, თაბუკაშვილის ქუჩებსა და ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩასახლებებში შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ექნება საკუთარი საცხოვრებელი.

,,დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნებამდე, რაც, ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანია, ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს ექნება საკუთარი საცხოვრებელი - ამას თითოეულ დევნილს ვპირდები.

ზუგდიდში ბინა უკვე 895 დევნილ ოჯახს გადავეცით. ახლაც მიმდინარეობს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, საერთო ჯამში, 1000-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კანდიდატმა იმ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც დევნილი ოჯახებისთვის სახლის შესყიდვას გულისხმობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკვე 800-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.

დევნილებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ქალაქის მოქმედი მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 31 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.