სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია - მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს, რომ ახლა მიღებული სწორი გადაწყვეტილება სამომავლოდ ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე აისახება
,,ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი მარტვილში სოფელ დღვანას, კურზუს, დოშაყესა და ნახუნაოს მცხოვრებლებს შეხვდა.

"მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანას, კურზუს, დოშაყესა და ნახუნაოს მოსახლეობას შევხვდი.

ადგილობრივი მოსახლეობა მეტად დაინტერესებულია წინასაარჩევნო პროცესებით, რადგან გაცნობიერებული აქვთ, რომ ახლა მიღებული სწორი გადაწყვეტილება სამომავლოდ ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე აისახება.

ამ სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: ნახუნაოში,მარტვილი-ნახუნაოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ხიდი აშენდა. დღვანას მიმართულებით დაიგო ცემენტ-ბეტონის გზა. ასევე, „სანაჭყებიოს“ უბანში ძალიან მალე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება.

დოშაყეს ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდა დოშაყე-დიდი ჭყონის დამაკავშირებელი გზა.

ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები.

ჩვენი გუნდი კვალავაც აგრძელებს სოფლების გაძლიერებისთვის ზრუნვას, რადგან ეკონომიკურად მყარი ოჯახები ძლიერ სოფელს ნიშნავს, ძლიერი სოფელი კი ქვეყნის წარმატების საფუძველია"- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.