სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი - შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, დევნილ მებრძოლებს, ვეტერანებს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების ღვაწლი ფასდაუდებელია და მათ განსკუთრებული მადლობა გადაუხადა. მისივე განმარტებით, ვეტერანების მხარდასაჭერად, სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა ვეტერანებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად.

"ემოციური შეხვედრა გვქონდა, საინტერესო საუბარი შედგა, ბევრ თემას შევეხეთ, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, ომის სიმძიმეზე. შეუძლებელია უდიდესი პატივისცემა და მადლიერება არ გამოხატო იმ თავგანწირვისთვის, რაც ვეტერანებმა ჩვენი სამშობლოსთვის გასწიეს. მართალია, ვეტერანების მხარდასაჭერად ბოლო წლებში სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ გვაქვს შესაძლებლობები და კონკრეტული გეგმები, რაზეც შეხვედრაზე ვიმსჯელეთ. განვიხილეთ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენმა ვეტერანებმა სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად იგრძნონ და ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ამისთვის, - ჩვენს ვეტერანებს ღირსეულ პირობებს შევუქმნით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.