სარეკლამო მასალა
როლანდ ფიფია: მე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ოლქის – აბაშელი, მარტვილელი, ჩხოროწყუელი, წალენჯიხელი ამომრჩევლების და სამეგრელოს მოსახლეობის წინაშე
დღეს ბლოკში შემავალი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩხოროწყუ-წალენჯიხა-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ფიფია, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის სამდივნოს წევრი გრიგოლ სორდია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის აქტივისტები და ახალგაზრდული ფრთის წევრები სოფელ კირცხში იმყოფებოდნენ და "კარდაკარი"-ს ფარგლებში სხვადასხვა უბნის ამომრჩევლებს შეხვდნენ. ინდივიდუალურ შეხვედრაზე, როგორც ყველგან აქაც გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომელიც როგორც ელემენტარულ საყოფაცხოვრებო, ასევე ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა. დეპუტატობის კანდიდატებმა ამომრჩევლებს მიაწოდეს ინფორმაცია პრობლემების აღმოფხვრის კუთხით საარჩევნო ბლოკის სამუშაო გეგმის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას პარტიის აქტივისა და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საარჩევნო-სააგიტაციო ბუკლეტები დაურიგეს.

"მე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ოლქის – აბაშელი, მარტვილელი, ჩხოროწყუელი, წალენჯიხელი ამომრჩევლების და სამეგრელოს მოსახლეობის წინაშე. მე მზად ვარ ბრძოლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ ჩემს ამომრჩეველთან და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. წინ უდიდესი გამოწვევებია – სამეგრელო და ჩემი ოლქი გამოსაყვანია უდიდესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან და მე ამ ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები. თითოეული ოჯახი ძალიან მალე იგრძნობს საკუთარ სიძლიერეს", – აცხადებს ფიფია.

მისივე განცხადებით, ახლა ლოდინის დრო არ არის.

"გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებში ასობით ჩვენი თანამოქალაქე დასაქმედება. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამეგრელო, ანუ ახალი სამეგრელო რეალურად ხდება საერთაშორისო ტრასნაციონალური პროექტების უმთავრესი ადგილი. აქ ვგულისხმობ ასევე ანაკლია-ლაზიკის მშენებლოს განახლებასაც. ესეც დამატებითი სამუშაო ადგილებია. ჩვენ განვავითარებთ საგზაო ინფრასტრუქტურასაც. აბაშიდან, მარტვილიდან ანაკლიამდე იქ დასაქმებულს გზაში 40 წუთი, ერთი საათის მეტი არ უნდა დასჭირდეს, ჩხოროწყუდან და წალენჯიხიდან კი უფრო ნაკლები. ეს ბევრად ნაკლებია ვიდრე განვითარებული ქვეყნების მაგალითები. ნიუ-იორკში, ან გნებავთ პარიზში სამსახურში მისასვლელად დასაქმებული საშუალოდ საათ-ნახევარს ხარჯავს. მაგალითისთვის აბაშაში მცხოვრებ ექიმს წალენჯიხაში მისასვლელად ერთ საათზე მეტი არ დასჭირდება, იმავე დღეს კი მას შესაძლებლობა ექნება ზუგდიდში გააკეთოს ოპერაცია და საღამოს დაუბრუნდეს თავის ოჯახს", - აღნიშნა კანდიდატმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.