სარეკლამო მასალა
ალექსანდრე მოწერელია: ერთად შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის წარმატებას
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენა გაიმართა. კანდიდატის წარდგენას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

"მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურ მდივანს ბატონ კახა კალაძეს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, მოწვეულ სტუმრებს. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ გუნდს, მის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ დღეს თქვენს წინაშე გამოსვლისა და წალენჯიხელებისთვის ჩვენი გეგმების გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. ბოლო წლებში წალენჯიხაში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გარეგანათება, აშენდა სკოლები, ბაღები, თუმცა გამოწვევა დიდი რჩება და ჩვენ ამისათვის გვჭირდება სტაბილური ქვეყანა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, 20 მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება და ჩვენი საბაზისო ინფრასტრუქტურა იქნება სისტემურად მოწესრიგებული. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები ჩვენს განსაკუთრებულ მზრუნველობას მოითხოვს და პირველ რიგში, პრიორიტეტულ საკითხებს მივხედავთ, - აშენდება სკოლები და ბაღები, გაზიფიცირდება და ინფრასტრუქტურულად სრულად გაიმართება სოფლები, ხელს შევუწყობთ ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს. ჩვენ ვიმყოფებით ღვაწლმოსილი მეცნიერის, ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმში, ჩვენ ამ დიდი მამულიშვილის საქმეს გავაგრძელებთ, როგორიცაა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ასევე ჩაის კულტურისა და მეფუტკრეობის დარგის მიმართულებით, სახელმწიფო პროგრამებმა ძალიან წაახალისა ამ სფეროებში მომუშავე ჩვენი მოქალაქეები. ტურიზმი, უმნიშვნელოვანესია წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენ მოსახლეობასთან ერთად მოვაწესრიგეთ ინწრას ხეობამდე მისასვლელი ბილიკები, უსაფრთხოების ჯებირები, სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომ კიდევ უფრო დაიტვირთოს ჩვენი რეგიონი, მუნიციპალიტეტი ტურიზმით. ერთად დგომით, ერთად შრომით ჩვენ მივაღწევთ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის წარმატებას",- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.