მულტიმედია
,,ჩემი ბებო’’ – ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული ტკბილეული (ფოტო/აუდიო)
კურაბიე შედედებული რძით, კურაბიე სეზონური ხილით და თაფლაკვერი - ამ ტკბილეულს სწარმოში „ჩემი ბებო“ ამზადებენ და ამისთვის მხოლოდ ნატრუალურ ინგრედიენტებს იყენებენ. პროდუქტი, რომელიც მაღალი ხარისხითა და კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა, 6 თვეა ბაზარზე გამოჩნდა. კომპანიას, სადაც ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული, ახალგაზრდა მეწარმე გიორგი როგავა ხელმძღვანელობს.
,,ჩემი ბიზნესის ინსპირაცია ჩემი ბებოა, რომელიც ბავშვობიდან მანებივრებდა გამორჩეული ტკბილეულით. ჩემ დიდ ბებიას, ნანუს გაუმხელია მისთვის საიდუმლო ინგრედიენტები, რომელიც მემკვიდრეობით თაობებს გადაეცემოდათ. ეს გემო იმდენად გამორჩეული იყო, მხოლოდ ოჯახისთვის გაზიარება უსამართლობად მივიჩნიე და მომინდა უფრო მეტ ადამიანს გაესინჯა "ჩემი ბებოს" შედევრები’’, - გვითხრა გიორგიმ.

სანამ გიორგი საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა მშობლების საკონდიტროში მუშაობდა, სადაც კექსებს და სხვადასხვა სახის ტკბილეულს აცხობენ. გიორგი საკონდიტროს საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული და ბიზნესის დამოუკიდებლად მართვა არ გასჭირვებია. საქმეში ჩართულია ოჯახის ყველაზე პატარა წევრი გეგა, რომელიც ბრენდის სახეა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ დამზადებული ტკბილეული უსაფრთხო და სასარგებლოა ბავშვებისთვისაც.

,,1 წლის ასაკში ამ საქმეში ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ჩემი შვილი, გეგაც ჩაერთო, რომელიც ბრენდის სახეა და სწორედ ის გამოხატავს ჩვენი ოჯახური ტრადიციებით შექმნილი კომპანიის მთავარ სათქმელს, რომ ჩვენი პროდუქცია არ ღალატობს ტრადიციებს, მაგრამ არ ეშინია სიახლის და განვითარების. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ხარისხი და ტრადიციები, რომელმაც თაობებს გაუძლო, არ დაიკარგება, თუკი გულით გინდა, რომ ის რაც შენ გაბედნიერებს, სხვებსაც თანაბრად გაუნაწილო’’, - ამბობს გიორგი.

ბრენდის ,,ჩემი ბებო’’ იდენტობისთვის გიორგიმ ლოგოც დაამზადებინა, სადაც მისი ბებოს პორტრეტია გამოსახული, შეფუთვებზე კი დაინახავთ წარწერას "ნანუს რეცეპტით".

,,ჩვენი კომპანია საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება ოჯახის სხვადასხვა თაობამ საკუთარი რესურსი და ცოდნა ერთმანეთს გაუზიაროს ერთი საერთო მიზნის მისაღწევად, რომ "ხარისხიანის" სინონიმი შეიძლება იყოს "ქართული. ჩვენი პროდუქცია არ ღალატობს ტრადიციებს, მაგრამ არ ეშინია სიახლის და განვითარების'', - ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი როგავა.

,,ჩემი ბებოს’’ ტკბილეული ამჟამად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იყიდება, მალე კი თბილისის მაღაზიებშიც გამოჩნდება. სამომავლოდ კომპანიის მენეჯერი გიორგი როგავა გეგმავს ტკბილეულის ასორტიმენტი გაამრავალფეროვნოს და მისი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი მომხმარებლისთვის.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.