სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივებს ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ გეგმებზე ისაუბრა რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მას მმართველ გუნდთან ერთად ექნება.

,,დღეს შეხვედრა გვქონდა ე.წ. კომბინატის დასახლებაში, ეს არის ერთ-ერთი მსხვილი და კარგი უბანი, სადაც ძალიან ბევრი ზუგდიდელი ცხოვრობს. ამ უბანში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, მოეწყო როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე შიდა ეზოები, საბავშვო მოედნები. ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც ზუგდიდში არის. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა გეგმები გვაქვს მომავალში, რის განვითარებას ვაპირებთ და რა პრიორიტეტები გვექნება. ჩვენ გვქონდა საუბარი, არა მხოლოდ ამ უბნის განვითარებაზე, არამედ მთლიანად ზუგდიდის განვითარებაზე, გავაცანით ჩვენი ხელისუფლების გეგმები, რაც გვაქვს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. მხარდაჭერა არის საგრძნობი და დარწმუნებული ვარ ერთ კვირაში ჩვენ მივიღებთ დიდ მხარდაჭერას აქაური მოსახლეობისგან“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვედრას საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი დავით ფარცვანია ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.