სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან ერთად, ყულიშკარის სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ყულიშკარის საჯარო სკოლას სრული რებაილიტაცია უტარდება, რომელშიც წლებია სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოსწავლეები განახლებულ სკოლაში ისწავლიან.

,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ყულიშკარის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახორციელებთ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ყულიშკარის სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და წლებია სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. სკოლების რეაბილიტაცია რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქალაქის 2 სკოლაშიც მიმდინარეობს. ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ზუგდიდში დაიწყო პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა, რაც ჩვენი ახალგაზრდების პროფესიულ განათლებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზუგდიდის რამდენიმე სკოლაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამუშაოებს ახორციელებს.

სპორტული დარბაზისა და ფასადის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში.

მალე ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული დარბაზი ექნებათ N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

აგრეთვე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალ სკოლას აშენებს დარჩელში და ქალაქის N1, N12 და ჯიხაშკარის N2 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ახდენს.

რეაბილიტაცია უტარდება მესამე საჯარო სკოლასაც.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.