მათივე ინფორმაციით, დახმარება ბენეფიციარებს პროექტის "COVID 19-ის პრევენცია და რეაგირება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ფარგლებში გაეწიათ.
"პროექტი ეხმარება კონფლიქტით დაზარალებულ თემებს, კერძოდ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებს და ამავე სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რათა შეამციროს COVID-19-ით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა მათზე. პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლებში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა და ადგილობრივმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა დახმარება. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს", - ამბობენ ორგანიზაციაში.
CHCA-ს პროექტების კოორდინატორის მაკა ჭკადუას თქმით, პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევა ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა, რომლის საფუძველზეც 160 ქალს ფსიქოლოგიური კონსულტაციები ჩაუტარდება.
გარდა ამისა, პროექტის ბენეფიციარებს სხვა დახმარებებიც გაეწევა.
"დევნილთა დასახლებებში ჩვენ შევარჩიეთ 80 ლიდერი ქალბატონი. აქედან 40 იყო სამეგრელოში და 40 შიდა ქართლში. ისინი გადაემზადნენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, რა არის თემის ლიდერობა და როგორ უნდა გაძლიერდნენ თემის წევრები. ასევე, ისეთი თემები, როგორიცაა Covid-19, ძალადობა და ა.შ. გარდა ამისა, ლიდერ ქალებთან ერთად ჩვენ შევარჩიეთ სამიზნე ჯგუფები, სულ 200 ბენეფიციარი, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის დახმარება გავუწიეთ. სამიზნე ჯგუფები იყო შეზღუდული შესაძლებლობისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ქალბატონები, იყვნენ ასევე მარტოხელა მოხუცები და ძალადობის მსხვერპლი ქალები. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა და გამოვლინდა მათი საჭიროებები სხვადასხვა მიმართულებით - ეს იყო საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სადეზინფექციო საშუალებები და მედიკამენტები, რეფერალური და სამედიცინო დახმარებები", - აღნიშნა მაკა ჭკადუამ.
პროექტი "COVID 19 -ის პრევენცია და რეაგირება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" შავი ზღვის ნდობა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ჯერმან მარშალ ფონდის აშშ-ის შავი ზღვის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია კორონავირუსის რისკის შემცირება კონფლიქტით დაზარალებულ თემებში.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონებში სულ 40-40 თემია შერჩეული.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები