დაფინანსებული
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა. ინიციატივის ფარგლებში, 50 ბიზნესკლიენტი კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებული სხადასხვა მომსახურების პაკეტით დასაჩუქრდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერში და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება და სხვა.

ინიციატივის განხორციელებას წინ ბინზესკლიენტების საჭიროებების დეტალური კვლევა უძღოდა, რათა ყველა მომსახურება მათი საქმიანობის განვითარებაზე მაქსიმალურად მისადაგებული ყოფილიყო. სწორედ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მეწარმეთა უმეტესობას დახმარება ბრენდინგის, ელექტრონული კომერციის, ვებგვერდების გამართვისა და სოციალური მედია მარკეტინგის კუთხით სჭირდებოდა. ახალი რეალობის გამოწვევებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული არხების სრულყოფასა და გამართვაზე, ასევე, თავად მეწარმეების შესაბამისი ცოდნით აღჭურვაზე, იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც ბიზნესებს პანდემიის პერიოდში ოპტიმალურ ფუნქციონირებასა და განვითარების ალტერნატიული გზების მოძიებაში დაეხმარებოდა.

„ტერაბანკი მომხმარებლებისთვის მხოლოდ საბანკო სერვისების მიმწოდებელი არ არის. ჩვენი მცირე მასშტაბი შესაძლებლობას გვაძლევს, მოქნილები ვიყოთ, თითოეულიკლიენტიპარტნიორად განვიხილოთ დავეცადოთ, სირთულეები მათთან ერთად დავძლიოთ.აპრილის დასაწყისშივე დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ დავხმარებოდით ამ რთულ ვითარებაში ბიზნესკლიენტებს, რომლებიც პანდემიამ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა და მოხარულები ვართ, რომ ამ ინიციატივის დახმარებით, შემოდგომის ტალღას ბევრი მათგანი უკეთ მომზადებული დახვდა“, - აცხადებენ ტერაბანკში.

პროექტში ჩართულ მეწარმეებთან ურთიერთობა, კონსულტაციისა და მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით, კვლავაც გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესი სტრატეგიულ სეგმენტს წარმოადგენს,მისთვის ახალი შესაძლებლობებისა და საინტეროესო ინიციატივების შეთავაზებას სამომავლოდაც გეგმავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.