მეთხილე ფერმერთა ასოციაცია "კავკასნათის" პროდუქცია ორგანული და UTZ/Rainforest Alliance ჯგუფური სერტიფიკატების მფლობელი გახდა
16:04 / 28.01.2021
2020 წელი მეთხილე ფერმერთა ასოციაცია "კავკასნათმა" მნიშვნელოვანი სიახლით დაასრულა - ასოციაციამ 612 ფერმერზე აიღო UTZ/Rainforest Alliance, ხოლო 195 ფერმერზე - ევროკავშირში აღიარებული ორგანული ჯგუფური სერტიფიკატები.
ასოციაცია "კავკასნათის" საწარმოო შესაძლებლობები ამ ეტაპზე 1300-მდე ტონა ნაჭუჭიან თხილს შეადგენს, საიდანაც 2021 წელს 400-მდე ტონა ბიოსერტიფიცრებული იქნება. ასოციაცია დასავლეთ საქართველოს 700-მდე ფერმერთან მუშაობს, რომლებიც თხილის პლანტაციებს ორგანული და UTZ/Rainforest Alliance სტანდარტების შესაბამისად მართავენ. ასოციაცია "კავკასნათი" წევრების რაოდენობისა და წარმოების პოტენციალის ყოველწლიურად 20-30%-ით გაზრდას გეგმავს.
ასოციაცია "კავკასნათი" 2020 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის გამოცდილების მქონე, ზუგდიდის, წალენჯიხისა და ვანის მუნიციპალიტეტების 8 კოოპერატივისა და 1 ფერმერთა არაფორმალური ჯგუფის ინიციატივით დაარსდა.
· სერტიფიცირების სისტემაში ჩართული ფერმერების დახმარება პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი რჩევებითა და ტექნიკური მხარდაჭერით;
· ბიო და UTZ/Rainforest Alliance სერტიფიცირებული თხილის ფასნამატით რეალიზაციის ხელშეწყობა დაინტერესებული საბაზრო პარტნიორების მეშვეობით;
· მეთხილე ფერმერთათვის აუცილებელი სხვადასხვა მომსახურების განვითარებისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა.
ასოციაცია "კავკასნათის" ორგანიზაციულ განვითარებასა და სასერტიფიკაციო საქმიანობას მხარს უჭერს დანიის განვითარების სააგენტოსა (DANIDA) და HEKS-EPER-ის (შვეიცარია) მიერ დაფინანსებული პროექტი - "ორგანული თხილის საწარმოო ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში".
ასოციაცია "კავკასნათი" იყენებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" ჯგუფური სერტიფიცირების სისტემას, რომლის მეშვეობით ახორციელებს წევრი ფერმერების მუდმივ სწავლება /ინფორმირებას, მათი მეურნეობების ინსპექტირებას, ხელს უწყობს მათ გარე აუდიტს აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ და უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას საწარმოო ჯაჭვის ყველა დონეზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები