დაფინანსებული
ზუგდიდში, ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამაქაცარიოს უბანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია ადგილზე გაეცნენ.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით, აქტიურად ვაგრძელებთ  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ყულიშკარში 1700 მეტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგება ბეტონის საფარი. საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც მიმდინარეობს", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

სამუშაოები "საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა" და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მათი ღირებულება 290 303 ლარია.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.