დაფინანსებული
ზუგდიდში პრეს-ტური გაიმართა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, ევროკავშირის პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი (N4ED)“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP საქართველოსთან თანამშრომლობით, ზუგდიდში პრეს-ტური გამართა.

სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა და პროექტები - „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ და ,,ეთნოცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" - წარუდგინა.

მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ღონისძიების მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული იმ პროექტების და ინიციატივების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებიც საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მიერ წარმატებულ, კარგ პრაქტიკად იქნა აღიარებული.

ზუგდიდის გარდა პრეს-ტური 5 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), PMC კვლევით ცენტრთან (PMC RC) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით.

N4ED-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.

პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.