სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მერიამ ოთხ ახალგაზრდას საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, ხუთი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

ზუგდიდელი ელენე ქორთუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, ამჟამად კი ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კოპენჰაგენის უნივერსიტეტის, პედაგოგიური განათლების საერთაშორისო პროგრამებზე სწავლობს.

ლუკა კიტია ზუგდიდელია. ის გერმანიის ქალაქ მარბურგის ფილიპეს უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია.

ფინანსური მხარდაჭერა გაეწია გიორგი ხვიჩიას. გიორგი უკვე მე-2 წელია სწავლობს უნგრეთში, დებრეჩენის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე. ამჟამად მუშაობს სამაგისტრო ნაშრომზე.

სანდრო მიქენაია სწავლობს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე, სამკაულის და ლითონის დეკორატიულ პლასტიკაზე. პროფესიის განსავითარებლად სანდროს ესაჭიროება შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა, ეკრანი და უეკრანო გრაფიკული სახატავი პლანშეტი.

ფინანსური მხარდაჭერა გაეწია ხატია ხვინგიას. ხატია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს. 2021 წლის შემოდგომის სემესტრში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის.

ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.