სარეკლამო მასალა
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი ტერაბანკისგან
მომხმარებლებს ტერაბანკში უკვე სუბსიდირებული იპოთეკური სესხის აღება შეუძლიათ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში, რომელიც იპოთეკური სესხების თანადაფინანსებას გულისხმობს, ბანკი აქტიურად ჩაერთო.

პროგრამის პირობების მიხედვით, მომხმარებლები, რომლებსაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ, ბავშვი 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შეეძინებათ, ან შვილად აიყვანენ მას, სუბსიდირებული იპოთეკური სესხით ისარგებლებენ. სესხის აღება შესაძლებელია როგორც დეველოპერული კომპანიის მიერ აშენებულ ან ასაშენებელ პროექტებში, ისე კერძო პირისგან ბინის ან სახლის შესაძენად. სესხი სახლის აშენებისა და რემონტის მიზნითაც გაიცემა.

სახელმწიფო მსესხებელს სესხზე დარიცხულ პროცენტს 60 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს. თუ მას შვილი 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინა, პროგრამის დაფინანსება სესხის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5% (არაუმეტეს 6%) იქნება. იმ შემთხვევაში კი, როცა მსესხებელს 3 ან მეტი შვილი ჰყავს, პროგრამა მას სესხის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებულ 1,5%-ს (არაუმეტეს 8%) დაუფინანსებს.

მომხმარებლებს იპოთეკური სუბსიდირებული სესხით სარგებლობა როგორც ხელფასის, იჯარისა და გზავნილების, ისე საკუთარი ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით შეუძლიათ.

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას და, ამავდროულად, კარგ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბინის შეძენით ან მშენებლობით არიან დაინტერესებულები“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

იპოთეკური სუბსიდირებული სესხით სარგებლობა ერთხელაა შესაძლებელი და მისი ოდენობა მაქსიმუმ 200 000 ლარია. სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.