სარეკლამო მასალა
დანერგე მომავალი - ახალი შეღავათიანი აგრო სესხი ტერაბანკისგან

ტერაბანკი პირებს, რომლებსაც მრავალწლიანი ბაღების გაშენება და ამ მიზნით ფინანსების მოძიება სურთ, შეღავათიან აგროსესხს სთავაზობს.


ახალი პროდუქტი ტერაბანკმა სოფლის განვითარების სააგენტოს აგრო საგრანტო პროგრამის, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში შექმნა. პროგრამის პირობების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგებს შეიძენენ, სააგენტოსგან 70-80%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ. დარჩენილ 20-30%-ს კი ტერაბანკი მათ შეღავათიანი აგრო სესხით დაუფინანსებს. აღსანიშნავია, რომ სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილს - წლიურ 11%-ს - სახელმწიფო 48 თვის განმავლობაში დამატებით დაასუბსიდირებს.

ტერაბანკი მსესხებლებს მოქნილ გრაფიკსა და სეზონურ გადახდებსაც შესთავაზებს. შეღავათიანი აგრო კრედიტით სარგებლობა ბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ.

„მრავალწლიანი ბაღების გაშენება დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. მოხარულები ვართ, რომ ამ საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ვზრდით და ხელს ვუწყობთ არა მარტო მათი ბიზნესის, არამედ მთლიანად სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას“, - აცხადებენ ტერაბანკში.
აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრმებში სისტემატურად მონაწილეობს. “დანერგე მომავალი“ მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის გაცნობა სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3qhgIP0

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.