ახალი ამბები
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
სკოლებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, I ეტაპი განხორციელდება 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, საყოველთაო რეგისტრაციას, პროცესი 2022 წლის 24 მაისს დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით დასრულდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge


IV ეტაპი, რომელიც 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც წინა ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

ვადების ცვლილებები საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით ის ბავშვებიც უნდა ჩაირიცხონ, რომელსაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, სკეიტ-პარკში ბოლო ზარის გამოსაშვები საღამოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მუსიკალურად ბენდმა "LOUDspeakers" გააფორმა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო WAVE ქსელის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში ვენაში ეუთოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის დასაწყებად კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად.
კორონავირუსი
10 - დან 16 მაისის ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 2 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავსუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს.

დღეიდან, პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

29 აპრილს დღის ბოლოდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.