სარეკლამო მასალა
რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო ზუგდიდში
ზუგდიდის მერიის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურის პალატის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში, ძალიან მალე, რაულ ჩილაჩავას ვარსკვლავი გაიხსნება.

აღნიშნულის შესახებ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და დიპლომატის, რაულ ჩილაჩავას შემოქმედებით საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის მწერალთა კავშირის წევრის, უკრაინის სახალხო პოეტის, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლატვიაში 2006-2010 წლებში, შოთა რუსთაველის პრემიისა და მრავალი სხვა პრემიის ლაურეატის, სამი სხვადასხვა ქვეყნის ორდენის კავალერის, რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს რაულ ჩილაჩავა კიდევ ერთი, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.

,,დღეს, ზუგდიდში გამორჩეული ზუგდიდელის, ღვაწლმოსილი შვილის, რაულ ჩილაჩავას შემოქმედებითი საღამო შედგა სახელწოდებით ,,დაბრუნება სამშობლოში“, მინდა მივულოცო უდიდესი ეროვნული ჯილდო რუსთაველის პრემიის მინიჭება და უდიდესი მადლობა გადავუხადო მისი მოღვაწეობისთვის და მის მიერ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თითოეული ჩვენგანისთვის რაულ ჩილაჩავას ღვაწლი დაუფასებელია“- აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

ღონისძიებაში მწერლები, პოეტები, ანსამბლი ,,ოდოია" და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

,,ჩემთვის ეს საღამო სიურპრიზია, ჩემი ქალაქის მიერ მოწყობილი, მე არ მაკლია ყურადღება ჩემს მშობლიურ ქალაქში, მაგრამ ამჟამინდელი შეხვედრა არის განსაკუთრებული, ვინაიდან ის რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი - ამჟამად საქართველოში ვიმყოფები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მეორეც ის, რომ მე გასული წლის მიწურულს მივიღე საქართველოს ეროვნული პრემია, რუსთაველის სახელობის პრემია და ჩემი ქალაქი მილოცავს ამ დიდ ჯილდოს, და რა თქმა უნდა დიდად მადლიერი ვარ ყველასი, ვინც დღეს ამ საღამოზე მობრძანდა და გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჩემდამი, ჩემი შემოქმედებისადმი. ზუგდიდი, სამეგრელო, საქართველო ყოველთვის იყო ჩემი შემოქმედების ძირითადი თემა და რჩება ასეთად“-განაცხადა რაულ ჩილაჩავამ.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და მას პოეტი ლია ნაროუშვილი უძღვებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მდუმარე აქცია გაიმართა, რა დროსაც, მისმა მონაწილეებმა სანთლებით გააკეთეს წარწერა ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს".
ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.