სარეკლამო მასალა
დევნილთა საერთაშორისო დღე ქუთაისში
დევნილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქუთაისში სოხუმური ყავის არომატით დაიწყო, რაც უკვე ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით 20 ივნისის ტრადიციაა.

„სიყვარულის ბაღში“ ქალთა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენლებმა, რომლების უმრავლესობაც აფხაზეთიდანაა, სტუმრებისთვის სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროსთან“, პოლიმერულ თიხაზე მუშაობის არტ/მასტერკლასი ინტერაქციით (სახელოსნო ღია ცის ქვეშ), თოჯინების თეატრის წარმოდგენა და მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

მადლობის სერთიფიკიტები გადაეცათ ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას, საკრებულოს დეპუტატს გიგა შუშანიას, ქალბატონ ნინო თვალთვაძეს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრს "ბიჭვინთა", "მაკდონალდსის" ქუთაისის წარმომადგენლობას, რამდენიმე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებმაც ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხების გადაწყვეტაში.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ უკვე 25 წელია აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.