სარეკლამო მასალა
ზუგდიდში ხელოვნების ფესტივალი “არტ-კოლხი” მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ დღეს ხელოვნების ფესტივალ ,,არტ-კოლხი'' -ს მონაწილეებს მერიაში უმასპინძლა.

,,ხელოვნება საუბრობს იქ სადაც სიტყვები უძლურია. ვისაუბროთ იმ ენაზე, რომელიც ყველას გვესმის. ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული ღონისძიებების სხვადასხვა ფორმატში ჩატარება, რადგან მხარეებს შესაძლებლობა გვეძლევა ერთმანეთს საკუთარი კულტურა გავუზიაროთ.'' - აღნიშნა აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას მერმა, მამუკა წოწერიამ.

მერმა ასევე მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ლამაზი წარმოდგენისთვის.

შეხვედრაზე ,,არტ-კოლხი''-ს მონაწილეები საკუთარი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ სამოსში იყვნენ წარმოდგენილნი.

ხელოვნებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრ “ოდიშის” ორგანიზებით, 25 ივნისიდან ზუგდიდში რიგით მეექვსე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “არტ-კოლხი” მიმდინარეობს.

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიება ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე აღლუმით გაიხსნა.

ფესტივალის ბოლო დღე ხვალ ანაკლიაში კონცერტით და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ART-კოლხი” 2015 წელს დაფუძნდა. ფესტივალს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ლიტვა, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი, სამხრეთ ამერიკა-კოლუმბია, ბელარუსი, ლატვია, რუმინეთი. ფესტივალის მიზანია კულტურის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ნიჭიერი, შემოქმედი, ადამიანების, კოლექტივების, ანსამბლების გამოვლენა, წარდგენა საზოგადოების წინაშე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.