სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 12 ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიამ მორიგ სხდომაზე 12 ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო.

ქეთევან ჭურღულია დებრეცენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ექვსწლიანი ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტია.

ნიკოლოზ გვალია აშშ-ს სამხედრო აკადემიის კომპიუტერული მეცნიერებების ოთხწლიანი პროგრამის სტუდენტია(კადეტია).

ნინო გვალია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ქიმია/ბიოქიმიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. ნინო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2022 წლის 15 აგვისტოდან 27 დეკემბრის ჩათვლით სწავლას გააგრძელებს კალიფორნიის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოქიმიის ფაკულტეტზე.

ანანო შელია ბარსელონას ბიზნეს სკოლის საბაკალავრო ხელოვნება ტურიზმისა და დასვენების მენეჯმენტის პირველ კურსის სტუდენტია.

კესო ნაჭყებია ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-10 სემესტრის სტუდენტია.

ნია ლომია ირლანდიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აიტი ტექნოლოგიების ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია.

მარიამ ქვარცხავა ვილნიუსის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის კვლევითი მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტია.

მეგი დარასელია ვენის უნივერსიტეტის პუბლიცისტიკისა და საკომუნიკაციო მეცნიერებების პროგრამის სტუდენტია.

თამარ თოდუა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. თამარი DAAD-ის პროგრამის ფარგლებში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გაივლის ერთთვიან კურსს სამედიცინო სფეროში.

ილია არქანია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის დაზგური ფერწერის სპეციალობის მეოთხე სემესტრის სტუდენტია.

გიორგი მამფორია ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.

ანნა ჭანია მაინის ფრანკფურტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი სკოლის დასწრებული ფაკულტეტის სტუდენტია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.