სარეკლამო მასალა
ქალები მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად
5 სექტემბერს ქალთა ფონდმა "სოხუმმა", ასოციაცია "მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან" პარტნიორობით და  USAID საქართველოს მხარდაჭერით, ჩაატარა სამოქალაქო ფორუმი თემაზე: "ქალებისა და ახალგაზრდების მიერ მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა - მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად".

შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდი "სოხუმის" ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები  ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკის, ხონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.

შეხვედრის დასაწყისში, მოწვეულმა ექსპერტებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას, ისაუბრეს იმ სამშვიდობო ინსტრუმენტებზე, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტების სახით არსებობს. გაანალიზდა სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს  მშვიდობის კულტურის დანერგვას საზოგადოებაში.

სამუშაო ფორმატიდან გამომდინარე, ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, ცალკეული მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით შეემუშავებინათ გეგმები, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილებზე იმ ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მშვიდობის კულტურის დანერგვისა და საზოგადოებაში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობის  მიზნით არის შესაძლებელი.

სამუშაო ჯგუფის წევრების ნამუშევრებმა წარმოაჩინა, რომ ქალთა საინიციატივო ჯგუფების დახმარებით შესაძლებელია  ისეთი ინიციატივების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში აგრესიის შემცირებას და კონფლიქტურ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას. წარმოდგენილი ნამუშევრები საფუძვლად  დაედება ქალთა საინიციატივო ჯგუფების სამშვიდობო სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი მშვიდობის შექმნას საზოგადოებაში.

პროექტის "განხეთქილების დაძლევა – ხალხთა შორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის" ფარგლებში ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ განხორციელებულ ყველა აქტივობას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე - http://fsokhumi.ge/index.php/ka/itemlist/tag/USAID
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.