სარეკლამო მასალა
ზუგდიდში მე-12 რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, ახლადრეაბილიტირებული ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლიდან მიულოცეს.

,,მივესალმები ჩვენ საოცარ მომავალ თაობას, მშობლებს, პედაგოგებსა და განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაბიჯებენ ამ სკოლაში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სწავლისა და ცოდნის საოცარ სამყაროში და გვიხარია, რომ თქვენი პირველი ნაბიჯები სკოლაში, იქნება კეთილმოწყობილ, რეაბილიტირებულ გარემოში, სადაც თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი განათლება. მინდა ასევე გულითადად მივესალმო მეთორმეტე კლასელებს, რომლებიც სულ მალე მათ საყვარელ სკოლას დატოვებენ და ჩვენ დარწმუნებული ვართ ამ სკოლიდან ძალიან კარგი განათლებითა და აკადემიური მოსწრებით ისინი გაიკვლევენ გზას კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ. დიდ მადლობას გიხდით მასწავლებლებს, ვისაც გაბარიათ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის სულიერი და ფიზიკური აღზრდა, თქვენ ძალიან დიდ შრომას დებთ და ეს რა თქმა უნდა შეუფასებელია თაობების მიერ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი იდეითაც, ნახევარი საუკუნის შემდეგ ამ სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. წარმატებულსასწავლო წელს გისურვებთ“-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მამუკა წოწერიამ.

მე-12 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

მე-12 სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3 სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.