სარეკლამო მასალა
WFS: "ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები"
ქალთა ფონდმა "სოხუმმა", USAID-ის მხარდაჭერით, 6 სამიზნე მუნიციპალიტეტში მონიტორინგი განახორციელა თემაზე - "ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში - არსებული ბარიერები და შესაძლებლობები".

კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის  დამოკიდებულებების შესწავლა ქალის მონაწილეობის მიმართ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებსა და სტერეოტიპებზე ქალის როლის შესახებ, შემაფერხებელ ბარიერებსა და ხელისშემწყობ ფაქტორებზე.

"საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობა, არა მარტო სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის საზომს წარმოადგენს, ის საზოგადოებრივი კეთილდღეობის დამკვიდრების და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ქალებს, მათი გამოცდილებიდან და გენდერული როლებიდან გამომდინარე,  გააჩნიათ განსხვავებული ხედვა და მიდგომა მთელი რიგი საკითხების მიმართ. მაგალითად, ქალები კარგად გრძნობენ არსებული ეკოლოგიური, ინფრასტრუქტურული, თუ ეკონომიკური პრობლემების ნეგატიურ გავლენას, როგორც მათ, ასევე მათი ოჯახებისა და შვილების ცხოვრებაზე, ისინი უშუალოდ უპირისპირდებიან ჩვენ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, ოჯახებში ქალთა მიმართ ძალადობას. კარგად ესმით მარტოხელა დედების პრობლემები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზაზე არსებული ბარიერები... შესაბამისად, აქვთ მკაფიო ხედვა მათ ცხოვრებაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად გასატარებელი აუცილებელი მოქმედებების შესახებ. დღეს აუცილებელია, მათი ხედვის მოსმენა და ინტეგრირება საკანონმდებლო საქმიანობაში, ეროვნული, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებაში და ქალთა მონაწილეობისთვის, შესაბამისი გარემოსა და პირობების შექმნა, სახელმწიფოს უპირველესი პასუხისმგებლობა უნდა გახდეს“ - განაცხადა კვლევის ავტორმა, ეკატერინე გამახარიამ.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდებულ მოქმედებებს შეგიძლიათ გაეცნოთ პუბლიკაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე ფონდი "სოხუმის" ვებგვერდის ბმულზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.