სარეკლამო მასალა
ზუგდიდში ჩეხეთის სენატორები ჯანდაცვის ობიექტების მუშაობას გაეცნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა, ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელთან იანა ზელინგეროვასთან და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სენატორებთან ერთად სტუმრობდა.

დელეგაციის წარმომადგენლები სკრინინგ ცენტრში და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ძლიერი ჯანდაცვის სისტემა და მისი ტექნიკური აღჭურვა.

ცნობისთვის, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა, ხოლო რუხის კლინიკას 190 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკა გადასცა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.