დაფინანსებული
ქალთა მიმართ ძალადობა საომარ და პოსტკონფლიქტურ პირობებში - ქსელმა WAVE-მა სახელმძღვანელო შეიმუშავა
ქსელმა WAVE-მა, OSCE-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭრით, თავის ოთხ წევრთან (კერძოდ, სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ქალთა ფონდი "სოხუმი" (ქუთაისი და თბილისი, საქართველო), ფონდი "გაერთიანებული ქალები ბანია ლუკა" (ბანია ლუკა, ბოსნია-ჰერცოგოვინა) და ცენტრი "ქალთა პერსპექტივები" (ლვოვი, უკრაინა), თანამშრომლობით შეიმუშავა პრაქტიკული სახელმძღვანელო.

აღნიშნული სახელმძღვანელო ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას. ის ასახავს არამარტო კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილ ზიანსა და გამოწვევებს, არამედ წარმოუდგენს მკითხველს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას, კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.

პრაქტიკული სახელმძღვანელოს ავტორებმა წარმოადგინეს თავიანთი სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპთან: 1) ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ; 2) გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ; 3) ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

პრაქტიკული სახელძღვანელოს პირველადი სამიზნე ჯგუფია ქალთა სპეციალიზებული სერვისები (WSS) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ პირობებში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერის საქმეში. სახელმძღვანელო სამიზნე ჯგუფად ასევე განიხილავს ადგილობრივ ხელისუფლებას, პროფესიულ ჯგუფებს, გადაწყვეტილების მიმღებთ და მშვიდობისმყოფელებს, რათა მათ უკეთ გაიგონ ძალადობის მსხვერპლთა და ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკური საჭიროებები და განახორციელონ ადეკვატური გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და მოქმედებები.

პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.