სარეკლამო მასალა
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლებს ონკო-გინეკოლოგიური სერვისებისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა (ფოტო/ვიდეო)
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლებს ონკო-გინეკოლოგიური სერვისებისთვის საჭირო 142 000 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ინვენტარისა და აპარატურის გადაცემა ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს "მედევაკის" პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შედგა.ღონისძიებას ორივე კლინიკაში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი ისკანდარ მინა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ."ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს "მედევაკის" პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი 2022 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა ონკო-გინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლები  თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურით აღჭურვა, ხოლო სამედიცინო პერსონალი უზრუნველყო შესაბამისი ტრენინგებით. ამასთან, პროექტმა მხარი დაუჭირა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ცოდნის გაღრმავებას ონკო-გინეკოლოგიაში და ხელი შეუწყო კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებული აქცენტით ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე", - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის, ისკანდერ მინას თქმით, ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს კიბოს პრევენციაზე მუშაობასა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ზრდაზე ზრუნვას."კიბოს პრევენცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამუშაო მიმართულებაა, რადგან გვჯერა, რომ დაავადების დროულად გამოვლენასა და მკურნალობას ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ჩეხეთის "მედევაკის" მიერ დაფინანსებული პროექტის მეშვეობით რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლებს უკვე აქვთ თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას მისცემს საშუალებას ადგილზე მიიღოს სამედიცინო მომსახურება", - აღნიშნა ისკანდარ მინამ. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში კი ამბობენ, რომ მათ დაქვემდებარებაში არსებული კლინიკებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ჩეხეთის მთავრობისგან იღებენ."ონკოგინეკოლოგიური სერვისების გამართვა, რომელიც გათვლილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონში ჩვენი კლინიკების აღჭურვასა და პერსონალის გადამზადებაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის ხარისხიან მკურნალობას. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ეს მიდგომა ასევე ხელს შეუწყობს ადრეული დიაგნოსტიკის კუთხით მიმართვიანობის გაზრდას, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ გართულებებსა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მადლობას ვუხდით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს და ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის "მედევაკის" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ეს პროექტი ხორციელდება", - თქვა სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენელმა ლადო შელიამ.ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელის გვანცა გასვიანის თქმით კი, ეს არ არის პირველი პროექტი, რომელის ფარგლებშიც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი სახელმწიფო კლინიკებს ეხმარება.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არ არის  პირველი შემთხვევა, როდესაც ის მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს. ჩვენ კოვიდ-პანდემიის დაწყებიდანვე ვთანამშრომლობდით დღემდე და განვახორციელეთ არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჰოლდინგი იმედოვნებს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდება", - თქვა გვანცა გასვიანმა. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 10 000-11 000 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, რომელთგან 53% ქალებზე მოდის. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ხუთეულში შედის. დაავადების დაგვიანებით გამოვლენა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ადრეული დიაგნოსტიკა კი საწყის ეტაპზე მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს "მედევაკის" პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი მიმართული იყო კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და რეგიონში მცირეინვაზიური ონკოგინეკოლოგიური სერვისების დანერგვისკენ. პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 205 000 ევროს, რომლის 70% ხსენებული სახელმწიფო კლინიკების აღჭურვას მოხმარდა. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი კიბოს პრევენციის მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის შესახებ საინფორმაციო კამპანიას 2010 წლიდან ახორციელებს. საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პროფილაქტიკური კვლევები სოფელში ჩასულ მობილურ კლინიკებში უტარდებოდა, ხოლო მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩასატარებლად  თბილისში უწევდა გამგზავრება. 2019 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აშენდა, რამაც სამეგრელო-ზემო სვანეთისა და მიმდებარე რეგიონის  მოსახლეობას სკრინინგული სერვისების სრულად ადგილზე მიღების შესაძლებლობა მისცა.

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრმა მნიშვნელოვნად გაზარდა რეგიონში ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის და პროსტატის კიბოს მართვის სახელმწიფო პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ცენტრის გახსნის დღიდან 3 წლის განმავლობაში, უკვე 10 000-ზე მეტმა ადგილობრივმა მოსახლემ ისარგებლა ამ პროგრამებით. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში არამხოლოდ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებია ხელმისაწვდომი, არამედ შესაძლებელია თერაპიული, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და სხვა კვლევებისა და ანალიზების ჩატარება.

ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს "მედევაკის" პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან თანამშრომლობით განხორციელდა, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მეტი ადამიანისთვის გახდა მისაწვდომი ხარისხიანი სამედიცინო სერვისები კიბოს პრევენციისა და დაავადების ადრეული გამოვლენისთვის.


მასალა მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
„სტრესთან ბრძოლის რესურსული მდგომარეობის ძიება“ ეს არის პირველი, პრეცედენტული ტრენინგის თემა ქუთაისში, რომელიც უკრაინელმა ფსიქოლოგებმა - მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა) ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების შეფასების შესახებ ახალ კვლევაზე დაიწყო მუშაობა.
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციისათვის პრიორიტეტული მნიშველობისაა ადგილობრივ დონეზე უწყებათაშორისი კომისიების ფუნქციონირება.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2023 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 12345
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ფოთი 3 °C
img
მესტია -10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.