სარეკლამო მასალა
ნიკოსეულ სასახლეში მერის სტიპენდიატების მიღება გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და მერის პირველმა მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, ნიკოსეულ სასახლეში, მერის სტიპენდიატებს უმასპინძლეს.

მამუკა წოწერიამ სტუდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სერთიფიკატები გადასცა.

,,მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ ყველას მშვიდობა, ჩვენს ქვეყანას გამთლიანება და ძალიან ბევრი წარმატება. სწორედ თქვენ ხართ წარმატებისა და ძალიან დიდი სიამაყის საფუძველი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი სიმრავლეა წარჩინებული სტუდენტების, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი ზუგდიდიდან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმრავლე ხარისხის ტოლფასია და თქვენ ხართ ჩვენთვის მოტივატორები და იმედი იმისა, რომ ჩვენც უფრო ეფექტურად, უფრო ნაყოფიერად ვიმუშავებთ. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის. მიხარია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც ამ მადლიერების გამოხატვის საშუალებას გვაძლევს და ხართ ჩვენი სტიპენდიატები. ეს შესაძლებელია, სიმბოლური ხასიათის იყოს და დიდი ფინანსური დატვირთვა არ გააჩნდეს, მაგრამ ეს არის ჩვენი მადლიერების გამოხატულება თქვენი შრომისა და წარმატებებისთვის.“

ნიკოსეულ სასახლეში ვხვდებით, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული ყაიდის, ევროპული კულტურისა და ტრადიციების მატარებელი და ჩვენი წინაპარი ყოველთვის იღვწოდა ევროპისკენ. ევროპა ეს იყო ლტოლვა განათლებისკენ და სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ამ სივრცეში შევიკრიბეთ“- აღნიშნა მამუკა წოწერიამ ახალგაზრდებთან მიმართვისას.

ღონისძიება მუსიკალურად სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა გააფორმეს.

ცნობისთვის, 2022-2023 სასწავლო წლის მერის სტიპენდია 82 სტუდენტმა მოიპოვა.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მდუმარე აქცია გაიმართა, რა დროსაც, მისმა მონაწილეებმა სანთლებით გააკეთეს წარწერა ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს".
ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.