დაფინანსებული
თიბისი ადგილობრივი ბიზნესის გასაძლიერებლად რეგიონებში შეხვედრებს იწყებს
თიბისი, როგორც ბიზნესის მუდმივი მხარდამჭერი, ამჯერად ბიზნეს სექტორით, მათ შორის აგრობიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის თუ არსებული მეურნეობებისა და საწარმოებისთვის ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.


კამპანიის ფარგლებში, თიბისი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ხუთ რეგიონში პანელური ფორმატის ღონისძიებებს გამართავს. შეხვედრებზე თიბისის, სოფლის განვითარების სააგენტოს, “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლები და ტექნოლოგიებისა და საწარმოო საშუალებების მომწოდებლები ადგილობრივებს გაუზიარებენ ინფორმაციას თანადაფინანსების, საგრანტო პროგრამების და სხვა შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, მომსახურების და წარმოების სხვადსხვა დარგების გაძლიერებაზე ორიენტირებულ, პრაქტიკულად, ყველა მიმდინარე პროექტს, რომელსაც სახელმწიფო, საერთაშორისო თუ კერძო სექტორი ახორციელებს. პანელური დისკუსიის ფორმატში დამსწრეებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები მათთვის საინტერესო თემაზე, დაუკავშირდნენ ბიზნეს სექტორის, მათ შორის აგრობიზნესის სხვა წარმომადგენლებს და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება.

ღონისძიებები, რომლებიც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, გურჯაანსა და თელავში გაიმართება, გააერთიანებს მცირე და საშუალო ზომის და ასევე, მსხვილ მეწარმეებს, პროდუქციის გადამამუშავებლებს, შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს თუ ყველა პოტენციურ სტარტაპერს, რომელსაც ამ დარგში ბიზნესის დაწყება სურს. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, წვდომა ჰქონდეთ ყველა სარგებელზე თიბისისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან, შედეგად კი გააფართოონ არსებული ბიზნესი, ან წამოიწყონ ახალი საქმიანობა.

“კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვაერთიანებთ ყველა შესაძლებლობას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და ინფორმაციას ვაწვდით როგორც მეწარმეებს, ისე მათ, ვისაც ამ ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს.

შეხვედრებზე დისკუსია შედგება საგრანტო, თანადაფინანსების, ტექნიკური მხარდაჭერის და სხვა პროექტების ირგვლივ. დაინტერესებული პირები ასევე გაეცნობიან თიბისის პროდუქტებს, რომლებიც, ამ პროექტებთან ერთად, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ბიზნესებს - ეს შეიძლება იყოს სესხები შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის და აწარმოე საქართველოში სააგენტოს პროგრამების - საკრედიტო საგარანტიო სქემის და ბიზნეს უნივერსალის ფარგლებში, თიბისის სტარტაპები გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით და სხვა.

ჩვენ, ასევე, ვისაუბრებთ ტექნოლოგიების შემოტანისა და დანერგვის საკითხებზე წარმოების საშუალებების ადგილობრივ მიმწოდებლებთან, მათ შორის კომპანია აგრო-კომთან ერთად, რომლის წარმომადგენლები დამსწრეებს კონსულტაციებსაც გაუწევენ.

მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, გავიზიაროთ პასუხისმგებლობა - გავაერთიანოთ ყველა ჩართული მხარე, ვისაუბროთ არსებულ პროექტებზე, მათ სიკეთეებზე და საერთო ძალისხმევით გავაძლიეროთ ბიზნესები რეგიონებში”, - აღნიშნავს შოთა გონგლაძე, თიბისის სახელმწიფო პროექტების მართვის ხელმძღვანელი.

რეგიონებში შეხვედრებს, თიბისისთან ერთად, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლები დაესწრებიან. სააგენტო 2014 წელს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით შეიქმნა. მისი მისიაა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ქართული ბიზნესების ხელშეწყობა, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა.

მისი თითოეული პროგრამა სამეწარმეო უნარებისა და კულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება.

„კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ “აწარმოე საქართველოში” პროგრამებზე, რომლებიც პარტნიორ ორგანიზაციებთან, ამ შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა დღეს ბიზნესების გაძლიერებისთვის - ასეთებია პროცენტის თანადაფინანსება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი სესხის უზრუნველყოფისთვის და სხვა. ამ ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას სამეწარმეო დონეზე იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ფინანსური ინსტიტუტი სახელმწიფო ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს, რათა ბიზნესმა დამატებით თანხის ინვესტირება მოახერხოს, საკუთარი საქმიანობა გააძლიეროს და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყოს ხელი”, - აღნიშნავს თეო ბაბუნაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სამმართველოს უფროსი.

როგორც აღვნიშნეთ, პროექტში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოც, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციაა და სოფლის მეურნეობის (და არასასოფლო სამეურნეო) მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს. სააგენტო დამსწრეებს გააცნობს ყველა ფინანსურ თუ სხვა სახის შესაძლებლობას, რომელიც ბენეფიციარებს ბიზნესის უფრო ეფექტიანად მართვაში დაეხმარება.

„ჩვენ სხვადასხვა მიმართულების პროგრამებს ვახორციელებთ, მათ შორის სისტემურ პროგრამებს, პირდაპირი გადახდების პროექტებს, საგრანტო პროექტებს. ამ პროცესში ფინანსურ ინსტიტუტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. თიბისის ორგანიზებული რეგიონული გასვლები კი ბიზნესსექტორსა და სახელმწიფოს შორის საუბრისკენ ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული, პოზიტიური ნაბიჯია. მისასალმებელია, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ სიკეთეები, რომლებიც მათ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შეუძლიათ მოიპოვონ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს - მუდმივად იგეგმება რეგიონული შეხვედრები როგორც სამინისტროს, ისე ჩვენი სააგენტოსა და რეგიონული სტრუქტურების მხრიდან - დამატებითი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. სააგენტო ყოველთვის მიესალმება და მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს ყველა იმ ინიციატივის გაზიარებაზე, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება”, - აღნიშნავს მარიამ გელაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

მისი თქმით, ამ ტიპის ღონისძიებები პროექტების ეფექტიანობასაც ზრდის ხელს, რადგან მუდმივად ითვალისწინებენ შეხვედრებზე გაჟღერებულ წინადადებებსა და ინიციატივებს და პროექტებში ცვლილებები შეაქვთ. ღონისძიების კიდევ ერთი პარტნიორია USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 5-წლიანი პროგრამა, რომელსაც CNFA ახორციელებს.

პროგრამა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში ინკლუზიური და მდგრადი საბაზრო სისტემების განვითარებას ემსახურება.

შეხვედრაზე კი პროგრამის წარმომადგენლები მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ ისაუბრებენ. მათ შორისაა საგრანტო კონკურსი, რომელიც ითვალისწინებს ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ღირებულებათა ჯაჭვებში.

საგრანტო კონკურსის მიზანია ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე ფერმერების/მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდა და პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის გაუმჯობესება. ასევე განიხილავენ საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში სერვისების და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების განვითარება.

„უკვე არსებულ გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, საკმაოდ ნაყოფიერია ფინანსური სექტორისა და ჩვენი პროგრამების თანამშრომლობა, გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტები, რასაც სთავაზობს ბანკი ბიზნესს და რასაც ვთავაზობთ ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ავსებს ერთმანეთს. მაგალითად, თუ ჩვენ ბენეფიციარს ვთავაზობთ გრანტს, ბანკმა შესაძლოა შესთავაზოს მასზე მორგებული პროდუქტი, რომელიც
თანამონაწილეობისთვის დასჭირდება. სამიზნე აუდიტორია, რომელსაც ამ შეხვედრებზე ველით, თითქმის იგივეა, ვინც ჩვენი პოტენციური ბენეფიციარები არიან. ამიტომ ჩვენი განმცხადებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ტიპის სასესხო პროდუქტებით შეუძლიათ ისარგებლონ ბანკში და პირიქით, თიბისის კლიენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდნენ მეტი ჩვენი საგრანტო კონკურსების და ზოგადად, პროექტის საქმიანობს შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან ურთიერთობა. ამ პროგრამის დიზაინი კი ისეთია, რომ ბიზნესის გაძლიერებას ნამდვილად უწყობს ხელს”, - აცხადებს ვერიკო ხომერიკი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენელი.

პანელური შეხვედრები სტარტს 10 მარტიდან, გორში აიღებს, კამპანია 17 მარტს - ზუგდიდში, 24 მარტს - ქუთაისში, 6 აპრილს - გურჯაანში გაგრძელდება, 7 აპრილს კი თელავში დასრულდება, თუმცა თიბისი რეგიონებში აგროსექტორის და ბიზნესის მხარდასაჭერად მომავალშიც არაერთ ღონისძიებას განახორციელებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
08 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.