დაფინანსებული
ზუგდიდის მერიამ ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე განაცხადის მიღება დაიწყო
ზუგდიდის მერიამ ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე განაცხადის მიღება დაიწყო.

თუ ხარ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია, გამოიყენე შესაძლებლობა და მიიღე 5000- ლარამდე დაფინანსება.

ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად, ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს;

ახალგაზრდულ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით.

პროგრამის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის მინიმალურ ოდენობად სასურველია განისაზღვროს არანაკლებ 25 ახალგაზრდა.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/დევნილი) ორიენტირებული პროექტები.

დასაფინანსებელი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას.

კომისიაზე განსახილველად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს შემდეგი თემატიკის პროექტები:

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

გენდერული თანასწორობის მიღწევა;

ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;

ახალგაზრდების პიროვნული განვითარება არაფორმალური განათლების მიღების გზით;

ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა ახალგაზრდებისთვის;

და სხვა ახალგაზრდულ საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

წარმოდგენილი პროექტის დაფინანსება/თანადაფინანსება უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, რუხის ციხეში ბავშვთა განვითარების ცენტრის "დობადონას" ორგანიზებით, სპექტაკლი გაიმართა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.