სარეკლამო მასალა
ბიო სასუქის როლი ორგანულად სუფთა პროდუქციის წარმოებაში
მთელ მსოფლიოში ორგანულ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მომხმარებელი უპირატესობას ბიოლოგიურად სუფთა, მინერალური სასუქით მოყვანილ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც ხელოვნური ჩარევით მიღებული ქიმიური ნივთიერებებისგან სრულად არის დაცლილი. ორგანული წესით მოყვანილი ნაყოფის საბაზრო ფასი შედარებით მაღალია, რაც ფერმერებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მოტივაციას აძლევს.

ორგანულად სუფთა ნაყოფის მისაღებად ერთ - ერთი ყველაზე აუცილებელი საშუალება ბიო ჰუმუსია ის წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ, ბიოლოგიურად აქტიურ ორგანულ სასუქს, რომელიც მიიღება ორგანული ნარჩენების გადამუშავების მეთოდით, სადაც მთავარ როლს წვიმის ჭია ასრულებს.

ზუგდიდში ბიო ჰუმუსს 5 ფერმერი აწარმოებს. ვერმი ფერმები ასოციაცია "ელკანას" ხელშეწყობით, შვეიცარიული ორგანიზაცია "ჰექსის" და დანიური ორგანიზაცია "დანიდას" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ანზორ ქანთარია ერთ-ერთია იმ ფერმერებს შორის ვისაც ბიო ჰუმუსის საკუთარი მეურნეობა გააჩნია. მიღებულ პროდუქციას ბიო ფერმერი საკუთარ თხილის პლანტაციებში იყენებს, რათა უხვი და ორგანულად სუფთა მოსავალი მიიღოს.
ჭიაყელებს, რომლებიც ბიო სასუქის მისაღებად გადამწყვეტ როლს თამაშობენ სპეციალური გარემო სჭირდებათ, სადაც ტემპერატურა დარეგულირებულია. ვერმი ფერმის მოსაწყობად საჭირო ხარჯების მოძიებაში ანზორ ქანთარიას ასოციაცია "ელკანა" დაეხმარა.

"ვინაიდან ბიო ფერმერებს ეკრძალებათ ქიმიური სასუქების გამოყენება, მათი ძირითადი გამოწვევა ნიადაგის ნაყოფიერებაზე ზრუნვაა. ასოციაცია "ელკანამ ", ვეიცარიული ორგანიზაცია "ჰექსის" და დანიური ორგანიზაცია "დანიდას" ფინანსური ხელშეწყობით, პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ შევიტანეთ მწვანე კომპონენტი და დაფინანსდა ვერმი ფერმები, რათა ფერმერებს თავად ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ აწარმოონ სასუქი,"- უთხრა რადიო "ათინათს" პროექტის კოორდინატორმა ირაკლი ტაბაღუამ.

ასოციაცია "ელკანა" აქტიურად მუშაობს ბიო თხილის წარმოების პოპულარიზაციისთვის. ფერმერი ჯილდა გელოვანი 2000 ძირ თხილს ფლობს, მის მეურნეობაში "ელკანას" წარმომადგენლების მენტორობით ერთგვარი ექსპერიმენტი ტარდება.

თხილნარის ნაწილი სრულად გაისხლა და გამოყენებულია ბიო ჰუმუსი და სხვა ორგანული პრეპარატები. ფერმერი ამ მეთოდის გამოყენებით შედეგს მინიმუმ 2 წელიწადში მიიღებს, თუმცა პირველადი შეფასებით მენტორებიც და ფერმერის ოჯახიც კმაყოფილია.
ბიო თხილის წარმოება საქართველოში ყოველ წელს უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სამეგრელოში დღესდღეობით ასოციაცია "კავკასნათში" 600-ზე მეტი ბიო ფერმერია გაერთიანებული. მხოლოდ გასულ წელს ბიო სერტიფიკატი 283-მა ფერმერმა მიიღო. სექტორში დასაქმებულები ფიქრობენ,რომ საქართველო ევროპული ბაზრისათვის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი გახდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.