სარეკლამო მასალა
ზუგდიდში "მწვანე ბიუჯეტის'' პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
"მწვანე ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, საბჭოს წევრებთან და ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო.

როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშა, ეს არის დამატებითი მექანიზმი მოქალაქეები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

"დღეს დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია ,,მწვანე ბიუჯეტის" ფარგლებში, შევხვდით მოსახლეობას, რომელთაც ავუხსენით მწვანე ბიუჯეტის არსი და მისი მნიშვნელობა. ეს არის მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი დამატებითი მექანიზმი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ მონაწილეობა გარკვეული პროექტის ინიცირებასა და გადაწყვეტილებებში. თვითონ დასახელებიდან ჩანს რომ ამ პროექტის მიზანია უფრო მეტი სიმწვანე, უფრო მეტი რეკრეაცია ჩვენს მუნიციპალიტეტს. მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას აქტიურობისკენ, შემოიტანონ ინიციატივები და პროექტები. 20 აგვისტომდე გრძელდება პროექტების შემოტანა და ველით მათ აქტიურობას იმისათვის რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს უფრო მეტი მწვანე სივრცე შევძინოთ."- აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადები 20 აგვისტოს ჩათვლით მიიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქ . #90, I სართული) ან შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

განაცხადის ფორმა: https://shorturl.at/dkCGV
რეკომენდებული ნარგავები: https://shorturl.at/cdlzY

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 95 პროცენტით.

საწყის ეტაპზე, ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 000 (ასი ათასი) ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591 44 53 26 - თეონა გიგიბერია - მწვანე ბიუჯეტის საბჭოს წევრი/მდივანი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.