სარეკლამო მასალა
Misulis Group-მა ზუგდიდში, Skillset ინოვაციურ სტარტაპში პირველი მსხვილი ინვესტიის ვალდებულება აიღო (ვიდეო)
Misulis Group-მა ზუგდიდში პირველი მსხვილი ინვესტიცია გამოაცხადა.

კომპანიამ ინოვაციურ სტარტაპში - Skillset-ში 70 ათასი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო. ეს სასტარტო ინვესტიცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს როგორც Misulis Group-ისთვის, ასევე საქართველოში მზარდი სტარტაპ ეკოსისტემისთვის.

Skillset-ი, ახლად დაარსებული სტარტაპია და მიზნად ისახავს სრულად შეცვალოს ტექნოლოგიურ ლანდშაფტი. Skillset-ის უახლესი, ინოვაციური სერვისები და შეთავაზებები გააძლიერებს როგორც მოქალაქეებს, ასევე,ბიზნესს. Misulis Group-ის მტკიცე ფინანსური მხარდაჭერით კი Skillset-ი მზად არის დააჩქაროს თავისი ტექნოლოგიური განვითარება, გააფართოოს სერვისების შეთავაზება და გაზარდოს სერვისების ხელმისაწვდომობა მთელ რეგიონში.

„მოხარულები ვართ Skillset-თან პარტნიორობით. ჩვენ ვიქნებით მათი საოცარი განვითარების ნაწილი საქართველოს ტექნოლოგიური ლანდშაფტის გარდაქმნის გზაზე. Skillset-ის მიზანი და ვალდებულება ინოვაციებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისადმი სრულად ემთხვევა რეგიონში მდგრადი ზრდისა და პროგრესის ხელშეწყობის ჩვენს ხედვას. ასე რომ, ჩვენ სრულად მოხარული ვართ მათთან თანამშრომლობის დაწყებით. ჩვენ, მისულის ჯგუფი, როდესაც skillset.ge-ს ვუყურებდით, ვფიქრობდით, რომ ეს იყო ძალიან კარგი პროგრამა, ძალიან კარგი პლატფორმა ადამიანებისთვის. ვფიქრობდით, რომ მათ აქვთ ზრდის პოტენციალი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენ skillset-ს ვხედავდით, როგორც ადამიანთა მართლაც რეალისტურ ჯგუფს. ისინი ეძებდნენ რეალურ ინვესტორებს, რომლებთანაც სურდათ ჰქონოდათ ნამდვილი პარტნიორული ურთიერთობა. Skillset-ი მართლაც ძლიერი ორგანიზაციაა, მათ სჯერათ ადამიანების დახმარებისა და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაფასებთ მათში. Skillset-ს აქვს რეალისტური მიზნები და რეალისტური მოლოდინები და ამან და სხვა ფაქტორებმაც ჩვენთვის როგორც ინვესტორებისთვის ძალიან კომფორტული გახადა მათთან თანამშრომლობა.

სამეგრელოში დიდი ხნის წინ ჩამოვედი და ორი წელი ზუგდიდში ვიცხოვრე, ძალიან მიყვარს ეს რეგიონი. იცით, ახლა უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ სამეგრელოსთვის ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია და ეს კარგია არა მხოლოდ სამეგრელოსთვის, არამედ ჩემთვისაც. მოხარული ვარ, რომ Skillset-თან დაწყებული ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ შეგვიძლია წარმატებული გავხადოთ ჩვენი კომპანია, რაც, თავის მხრივ, რეგიონის ეკონომიკურ წარმატებაზეც იქონიებს გავლენას“, - თქვა „მისოლ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ კრისტიან მისულისმა ხელმოწერიის ცერემონიის შემდეგ.

მეორე მხრივ, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა Skillset-ის დამფუძნებელმა გიორგი ბიგვავამ. Misulis Group-ის და Skillset-ის პარტნიორობა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს Skillset-ის ზრდას, რათა მიეცეთ მათ თავიანთი მისიის სრულად განხორციელების საშუალება და ამით უზრუნველყონ და განავითარონ უახლესი სერვისები საქართველოში. Skillset-ი, Misulis Group-ის რწმენით, უცილობლად გაამდიდრებს და განავითარებს საქართველოს მოქალაქეების და ბიზნესის ცხოვრებას. Skillset-ის სამომავლო გრძელვადიან გეგმებში კომპანიის სერვისების პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დანერგვა და ამ გზით ბიზნესის განვითარება შედის. ეს პარტნიორობა დიდი იმედის მომცემია მომავლისთვის და აღძრავს იმედს და ოპტიმიზმს როგორც მეწარმეებში, ასევე ინვესტორებში. Misulis Group-ი და Skillset-ითავის მხრივშექმნიან პოზიტიურ მაგალითს და წარმატების ისტორიას სხვებისთვის.
„მადლობელი ვართ Misulis Group-ის რწმენისთვის ჩვენი ხედვისა და მისიის მიმართ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით, ჩვენ ახლა კარგად ვართ აღჭურვილი და მზად ვართ განვავითაროთ ჩვენი ინოვაციური სერვისები და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. მე მჯერა, ჩვენ ერთად მოვახდენთ პოზიტიურ ცვლილებებს ადამიანების ცხოვრებაში და ხელს შეუწყობთ საქართველოში ტექნოლოგიური სერვისების წინსვლას“, - აღნიშნა Skillset-ის დამფუძნებელმა.

Misulis Group-ი ადასტურებს თავის ვალდებულებას, გააძლიეროს სტარტაპები და ფიზიკური პირები, რაც მათ საშუალებას მისცემს გააცნობიერონ თავიანთი სრული პროფესიული და პირადი პოტენციალი. Angel Investment პროგრამის მეშვეობით კომპანია ორიენტირებულია მდგრადი ზრდისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიმართულებით. როგორც მისიის ნაწილი, Misulis Group-იგააგრძელებს პერსპექტიული სტარტაპების აღმოჩენას, დაცვას, განვითარებას და ოპერირებასსამეგრელოს რეგიონშიბიზნეს ლანდშაფტის პოზიტიური ცვლილებებისთვის.

რაც შეეხება Skillse-ს, ეს არის არის ინოვაციური სტარტაპი, რომელიც ემსახურება საქართველოს ტექნოლოგიური ლანდშაფტის გარდაქმნას. უახლესი გადაწყვეტილებებისა და გაუმჯობესებული სერვისების ხელმისაწვდომობის შეთავაზებით Skillset-ი ცდილობს გააძლიეროს მოქალაქეები და ბიზნესი რევოლუციური სერვისებით, რომლებიც გააუმჯობესებენ მათ ცხოვრებას და ხელს შეუწყობენ პროგრესს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.