სარეკლამო მასალა
ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა
ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.

მედალოსნებს სპეციალური სერთიფიკატები ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ერთდ გადასცა.

დაჯილდოებული 165 წარმატებული მოსწავლიდან 137 ოქროს, 28 კი ვერცხლის მედალოსანია.

,,მიხარია, რომ ამდენ წარმატებულ ახალგაზრდას ვხედავ. გილოცავთ პირველი, მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას, წინ კი ახალი გამოწვევები გელოდებათ. თქვენი ცოდნა და პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების საფუძველი. მიხარია, რომ ზუგდიდელებმა ძალიან წარმატებით გაიარეს ეროვნული გამოცდები და ცოდნით გამდიდრებული დაუბრუნდებიან ჩვენს მუნიციპალიტეტს.აქვე მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებსა და პედაგოგებს, მათი შრომა ფასდაუდებელია"-აღნიშნა ახალგაზრდებთან მიმართვისას მამუკა წოწერიამ.

ღონისძების დასასრულს ,,ზუგდიდობის” სადღესასწაულო დღეების ფარგლებში, ბენდის 4D Monster Lobsters - ის სოლო კონცერტი გაიმართა.

"ზუგდიდობის" სადღესასწაულო დღეების ფარგლებში 15 სექტემბერს, კლასიკური მუსიკის საღამო, ხოლო 17 სექტემბერი- ღონისძიების კულმინაცია " ზუგდიდობა 2023" ჩატარდება.

17 სექტემბერს, დღის განმავლობაში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში და დადიანების სასახლეში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის: წიგნის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა, სოფია ხარჩილავას დეფილე, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, რეწვის ოსტათა გამოფენა- გაყიდვა, უფლისწულ ნიკოს ვახშმის სტილიზებული წარმოდგენა.
დღის დასასრულს, საპატიო წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია.

სადღსასწაულო დღეები გალა-კონცერტით დასრუდლება.
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ანაკლიამ სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების I საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.