დაფინანსებული
ზუგდიდის მერიამ 22 ახალგაზრდას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია
ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერია ახალგაზრდების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს.

დღეს გამართულ კომისიაზე ფინანსური მხარდაჭერა ჯამში 22 ახალგაზრდას გაეწია.

მათ შორის, 18-მა სტუდენტმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით ისარგებლა, ხოლო 4 ახალგაზრდას საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევისთვის ფულადი ჯილდო გადაეცა.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მერიისა და ტექნოპარკის თანამშრომლობით ანაკლიაში პირველი ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა. ბანაკის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული გუნდი Aceup გახდა, რომელმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო 2 000 ლარი ჯილდოს სახით.

ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია:

ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა - მერის სტიპენდია;

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;

არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა;

საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.