სარეკლამო მასალა
"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის“ გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე გახდა
"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის“ გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე გახდა.

რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ- არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
პრემიაზე 6 კანდიდატი იყო ნომინირებული. გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.

მამუკა წოწერიამ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა როგორც მონაწილეებს, ასევე ავსტრიის დელეგაციას.

„მინდა ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო და პროფესიულ ასპარეზზე ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ესწრებოდა ავსტრიის პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას ხელმძღვანელობით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების მნიშვნელობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. ის რეფორმები, ის მიზანსწრაფვა ქართველი ხალხისა და ხელისუფლების აღიარებულ იქნა ევროკომისიის მიერ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ისტორიული შედეგი დეკემბერში გაფორმდება“ - აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

ღონისძიებას ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას ხელმძღვანელობით სტუმრობდა.

"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია" 2019 წელს, ზუგდიდელმა, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრმა სალომე ადამიამ, ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა.

პროექტს მეხუთე წელია მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP) ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით ახორციელებს.

ღონისძიება მუსიკალურად მომღერალმა თამთა ცხვიტავამ გააფორმა.

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა. ბერტა ფონ ზუტნერი იყო არა მხოლოდ წარმატებული ჟურნალისტი, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი პირველი ქალი პოლიტიკური ჟურნალისტი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო თავისი იდეებისა და მშვიდობის გამორჩეული მებრძოლი, ასევე სამშვიდობო მოძრაობების ფუძემდებელი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.