სარეკლამო მასალა
რა არის პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილები – როდის და რა შემთხვევაში გვჭირდება ის
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.

,,ქართული მილის“
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ პოლიეთილენის მილების წარმოებაა. 2017 წლიდან ვამზადებთ პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილებს, რომელთა დიამეტრი 20 მმ-დან 630 მმ-მდე, ხოლო წნევის დიაპაზონი PN6-დან PN25-მდეა. საქართველოშიპოლიეთილენის მილების პოპულარიზაციაში ჩვენმა კომპანიამ დიდი წვლილი შეიტანა.

პოლიეთილენის მილების
მთავარი დადებითი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ მასალა ქიმიურად ნეიტრალურია, არ გამოყოფს რაიმე ნივთიერებას და არც რეაქციაში შედის. აქედან გამომდინარე, იგი გაზისა და სასმელი წყლისთვის იდეალურია, რადგან აირისა თუ სითხის შემადგენლობას არ ცვლის.აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიეთილენის მილები მსუბუქია და მარტივად იჭრება, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მისი გამძლეობა საშუალოდ 50 წელია, ამ ხნის განმავლობაში, თქვენი გაზისა და წყლის სისტემები მაქსიმალურად დაცული იქნება.


სწორად შერჩეული გაზის მილები მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია, მცირე დარღვევამაც კი შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს. ჩვენი პოლიეთილენის გაზის მილები შეესაბამება ISO 17484-1:2012 და EN 155-2:2021 სტანდარტებს. მაღალ ხარისხს დაზიანებისა და გაჟონვის რისკები ფაქტობრივად მინიმუმამდე დაჰყავს. პოლიეთილენი არ ატარებს ბგერას, რის გამოც გაზის მილები ,,მშვიდია“. ძალიან მარტივია პოლიეთილენის გაზის მილებით მოწყობილი სისტემის გადაკეთება, რაშიც მასზე დამაგრებული ფიტინგები დაგეხმარებათ.

გაზის მილების მსგავსად, არანაკლებ საფრთხილოა მილების შერჩევა სასმელი წყლისთვისაც. შერჩეული მასალა უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა, რათა ადამიანის ორგანიზმში არ მოხვდეს რაიმე სახის მავნე ნივთიერება. ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული პოლიეთილენის სასმელი წყლის მილები აკმაყოფილებს EN 12201-2:2011 და IOS 4427-1:2019 სტანდარდებს. პოლიეთილენი არ უცვლის წყალს გემოს და შემადგენლობას, ამასთანავე, პოლიეთილენის სასმელი წყლის მილების შიდა ზედაპირი გლუვია და წყლის ნაკადს წინაღობას ვერ უქმნის, შედეგად მასში წყლის გატარებას ნაკლები ელექტროენერგია და შესაბამისად, ნაკლები ხარჯები სჭირდება.


2017 წლიდან დღემდე, პოლიეთილენის მილების წარმოების კუთხით კომპანიას დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ჩვენი ვაწარმოებთ ხარისხიან ქართულ პროდუქტს, რომელიც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებს. შეგიძლიათ თქვენი კომფორტი და უსაფრთხოება პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილებს უშფოთველად ანდოთ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.