სარეკლამო მასალა
შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება - შეხვედრა ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში (ფოტო)
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინეს თემაზე: ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი". მას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,მოწვეული იყო სურდო თარჯიმანი.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის პროგრამები, რომელიც მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, თუმცა დასახვეწია, ასევე იკვეთება ახალი
პროგრამნების დანერგვის საჭიროება", - აღნიშნავს რადიო "ათინათთან" ცენტრის ლიდერი და პროგრამის კოორდინატორი ნესტან ბეჭვაია.

მისივე თქმით, აუცილებელია შშმ პირების, ოჯახის წევრების ცნობიერების ამაღლება, რადგან როგორც ამბობს, მონაწილეებს მწირი ინფორმაცია აქვთ ბიუჯეტის განხილვისა და დაგეგმვისას საკუთარი უფლებების შესახებ.

მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ამ შეხვედრის მნიშვნელობას, დისკუსიისას გამოიკვეთა საჭიროებები.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესებასა და დანერგვას.

შედეგად, ზუგდიდში პროექტის ბენეფიციარები შეძლებენ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარებისა და განხილვის პროცესში აქტიური თანამონაწილეობითა და ჩართულობით დამოუკიდებლად დაიცვან საკუთარი ინტერესები და მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებები.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის, ჰერტის სკოლის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს დემოკრატიის ინიციატივის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,უფლებების დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში მიღებული გრანტით.

Netherlands Helsinki Committee

Hertie School

ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.