სარეკლამო მასალა
ზუგდიდში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო.

კურსი განკუთვნილია, როგორც ქალაქ ზუგდიდში, ასვევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.
„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესწავლას.

პრაქტიკული სწავლების დროს მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს დახურულ მოედანზე და ქალაქში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ მოწმობას.

გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს და მიიღებენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები, ავტობუსის მძღოლის „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.

კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.

სწავლება დაიწყება 2024 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 15 დღის განმავლობაში.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ქალს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრი;
  • არის სულ მცირე 24 წლის;
  • აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
  • აქვს მსუბუქი ავტომობილის მართვის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო, ჰქონდეს მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის გამოცდილება);
  • არ აქვს მნიშვნელოვანი საგზაო დარღვევები (ავარიები, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა);
  • მზადაა, ბოლომდე გაიაროს მომზადების კურსი და გავიდეს მართვის მოწმობის შესაბამის გამოცდაზე.

დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 20 ივნისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ფოტო/ასლი;
  • „B“ კატეგორიის მართვის მოწმობის ფოტო/ასლი.
  • განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით: https://form.jotform.com/241192755460356
  • შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it დოკუმენტების გაგზავნით;

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და მსუბუქი ავტომობილის მართვის უნარების შემოწმებას.

ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსი ხორციელდება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.