დაფინანსებული
სოფელ შამადელაში სტიქიით დაზიანებული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდი მოეწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

მდინარე სკაიაზე შამადელა-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის და ამავე მდინარეზე არსებული ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქამდე სოფელი შამადელა მოსაზღვრე სოფელ აბასთუმანს საცალფეხო ხიდით უკავშირდებოდა და საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 313 576 ლარია. სწორედ სტიქიური მოვლენების დროს, წყალმოვარდნის შედეგად დაზიანდა სოფელში მანამდე არსებული ხიდები.

ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის ფონდიდან 3 მილიონ 170 ათასი ლარია გამოყოფილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.