სარეკლამო მასალა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ,,ისტორიული ბაღების VII ევროპულ ფორუმს" მასპინძლობს
დღეს, ფორუმი ნიკოსეულ სასახლეში, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ გახსნა. მერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობასა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიაზე ისაუბრა.

მერის თქმით, აღნიშნული ფორუმი ხაზს უსვამს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიულ მნიშვნელობას და მის წვლილს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში.

,,დღევანდელი ფორუმი არის საშუალება, რომ ევროპამ უფრო ახლოს გაიცნოს ბოტანიკური ბაღისა და ზუგდიდის ისტორია, გაიცნონ მისი დენდროლოგიური და ტურისტული პოტენციალი. ასევე, ჩვენთვის კარგი საშუალებაა გავეცნოთ სხვადასხვა პრაქტიკას, კულტურული მემკვიდრეობის მართვას და მცენარეთა ფიტოსანიტარული დაცვის მეთოდოლოგიას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ბოტანიკური ბაღის მენეჯმენტს და ზოგადად, ეს არის შესაძლებლობა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციისთვის, რათა მან დაიკავოს უმნიშვნელოვანესი ადგილი ევროპის ბოტანიკური ბაღების მარშრუტში"-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

კონფერენციაზე სხვადასხვა ევროპული ბაღის წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ ბაღებში არსებულ საერთო გამოწვევებს, საშიშროებებსა და გამოცდილებას.

უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიების ქალაქ ზუგდიდში ჩატარებას საფუძველი გასული წლის მაისის თვეში ჩაეყარა, როდესაც ბაღის დირექტორი შალვა აგუმავა იმყოფებოდა რიგით მეექვსე ფორუმზე იტალიის ქალაქ ფლორენციაში.

ევროპული ბაღების გაერთიანების ასოციაციის წევრობას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 2022 წელს შეუერთდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.