მეფუტკრე ქალი, რომელმაც „FFBS - საქართველოს“ პროექტით სამოყვარულო საქმე ოჯახურ ბიზნესად აქცია
16:15 / 16.09.2024
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
გაწევრიანებას ასახელებს.
მისი ცხოვრება შეიცვალა პროგრამაში მოხვედრისა და სხვადასხვა ტრენინგზე დასწრების შემდეგ, რამაც, მისი თქმით, სამოყვარულო საქმიანობის ოჯახურ ბიზნესად გადაქცევის შანსი დაანახა.
„FFBS – საქართველოს“ ჯგუფში ყოფნა დამეხმარა იმის გაანალიზებაში, რომ ყველაზე კარგი მოტივატორი საკუთარი თავია, ხოლო გენდერული საკითხების ტრენინგებმა უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემმატა, მომცა იმის სტიმული, რომ ჩემი საქმიანობა გამეფართოებინა. ვისწავლე ფუტკრის რძის გამოყვანა, რომელიც ძალიან მომეწონა და შემოსავლის წყაროდაც ვაქციე...ჩემი აზრით, ქალთა მონაწილეობა ბიზნესში უფრო აქტიური უნდა იყოს, რათა მისცეს ქალებს მეტი თავდაჯერებულობა. ასეთი ქალები ნაკლებად უშინდებიან ცხოვრებისეულ გამოწვევებს, თამამად აშ ენებენ მომავალს და აქტიურად ერთვებიან საზოგადოებრივ თუ მმართველობით საქმიანობაში“, - ამბობს ფერმერი.
სოფიო მაქაცარია „ქეა კავკასიის“ საპილოტე პროექტში ,,ფერმერთა საველე და ბიზნესის სკოლა“(FFBS) მონაწილეობდა. პროექტის სამიზნე არეალია სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონები. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდა, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით. პროექტი განსაკუთრებით ხელს უწყობს მცირე მეწარმე ფერმერი ქალების პროდუქტიულობისა და შემოსავლიანობის მაჩვენებლის ზრდას და ეხმარება მათ სრულყოფილად ჩაერთონ სოფლის მეურნეობის სისტემაში.
ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლის (FFBS) მოდელი შემუშავებულია ქეა საერთაშორისოს გზამკვლევის საფუძველზე და ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
FFBS არის პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომაა, რომლის ფარგლებში:
ფერმერთა ჯგუფები რეგულარულად იკრიბებიან მოსავლის აღებისა და საქონლის წარმოების ციკლის განმავლობაში, რათა გაეცნონ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საშუალებებსა და ტექნოლოგიებს და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ჯგუფისთვის განკუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე.
FFBS პროექტი ახორციელებს ტრენინგების ციკლს, რომელშიც თავმოყრილია ის გამოცდილება და ინსტრუმენტები, რომელიც ფერმერებს დაეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებასა და ცხოვრების დონის ამაღლებაში. მათ შორის, გენდერის, გარემოს დაცვის, კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის და ინტეგრირებული რისკების მართვის მიმართულებით.
პროექტი ეხმარება ფერმერებს მარკეტინგისა და ბრენდირების მიმართულებით და ახალი სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაში.
ფერმერები სასწავლო ვიზიტებისა და შეხვედრების საშუალებით ცვლიან ინფორმაციას ახალი სტანდარტების, ბაზრების და კარგი პრაქტიკების შესახებ.
მოდელის განსაკუთრებული კომპონენტია გენდერულად ტრანსფორმაციული მიდგომის დანერგვა სოფლის მეურნეობაში, რომელიც ამცირებს ფერმერი ქალების წინაშე არსებულ გენდერულ და სოციალურ ბარიერებს სოფლის მეურნეობაში. პროექტი გულისხმობს დიალოგებს გენდერული თანასწორობის შესახებ და გაზრდის ქალთა მონაწილეობას იმ ღირებულებათა ჯაჭვებში, რომელიც კაცების მიერ არის დომინირებული.
პროექტი მხარს უჭერს ინოვაციური და კლიმატ-გონივრული მიდგომების დანერგვას და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით ფერმერთა შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის სადემონსტრაციო ნაკვეთების საშუალებით.
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები