დაფინანსებული
რა უნდა იცოდეთ ეუკარბონის გამოყენებამდე?
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ეუკარბონის უპირატესობა მისი შემადგენლობაა. იგი მთლიანად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, როგორებიცაა: სენას ფოთოლი, რევანდის ფესვის ექსტრაქტი, ხის ნახშირის ფხვნილი და გოგირდი. სწორედ ამიტომ ნაკლები გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები აქვს.მოდით, გავიგოთ, კონკრეტულად რისთვისაა განკუთვნილი ეს პრეპარატი და როგორ უნდა გამოვიყენოთ.
რისთვის გამოიყენება ეუკარბონი?

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეუკარბონი ყაბზობისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომების დროს მიიღება, როგორიცაა: ნაწლავის მოქმედების შენელება, ფერმენტაციის და ლპობის პროცესები ნაწლავში, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა და სხვა;ეუკარბონი ასევე გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და დეტოქსიკაციის დროს.პრეპარატს ასევე უნიშნავენ პაციენტებს რენტგენისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის წინ ნაწლავების გასაწმენდად.
რას შეიცავს პრეპარატი?
ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ მცენარეული და მინერალური წარმოშობის ნივთიერებებს: სენას ფოთოლს, რევანდის ფესვის ექსტრაქტს, ხის ნახშირის ფხვნილს და გოგირდს.ეუკარბონის შემარბილებელ და მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედებას უზრუნველყოფს მცენარეული ნახშირის უნარი, შეიწოვოს სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება, ხოლო სენას ფოთლებისა და რევანდის ექსტრაქტის უნარია, გამოდევნოს ისინი ორგანიზმიდან. გასუფთავებულ გოგირდს კი მსუბუქი საფაღარათო ეფექტი აქვს.
როგორ უნდა მიიღოთ ეუკარბონი?
მიუხედავად იმისა, რომ ეუკარბონი ბუნებრივ ნივთიერებებზეა დამზადებული, იგი ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად უნდა მიიღოთ.პრეპარატი ინიშნება 12 წლის ზემოთ ასაკში და მისი დოზირება ასეთია:
მსუბუქი საფაღარათო ეფექტისთვის და შებერილობის შესამცირებლად - 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ, კვების დროს ან კვების შემდეგ. უფრო ძლიერი საფაღარათო ეფექტისთვის - 3-4 ტაბლეტი, დღეში 3-ჯერ. მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ 8 ტაბლეტს არ უნდა გადააჭარბოს.
გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეუკარბონიც იწვევს გარკვეულ გვერდით ეფექტებს, თუმცა საკმაოდ იშვიათად.შესაძლო გვერდითი ეფექტებია: მუცლის ტკივილი და დიარეა; გულისრევა, ღებინება; კუნთების სისუსტე და ყაბზობის გაუარესება; შარდის წითელი შეფერილობა.არ მიიღოთ პრეპარატი, თუ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიული ხართ; თუ გაქვთ ნაწლავის ოკლუზია ან ანთება; კუჭის ან ნაწლავის წყლული; დაუდგენელი წარმოშობის მუცლის ტკივილი; წყლისა და მინერალური ბალანსის მძიმე ფორმა; აპენდიციტი.უკარბონის მიღება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკი ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის დროს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.