უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ტელევიზორის წინ, დიდ ეკრანზე ვუყურებთ საყვარელ ფილმსა თუ სერიალს, ოჯახის წევრებთან ერთად ვთამაშობთ სამაგიდო თამაშებს, ვმართავთ საოჯახო სადილსა და ვახშამს, ვიწვევთ სტუმრებს და ა.შ. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისაღებში თავი კომფორტულად ვიგრძნოთ. ამისთვის კი საჭიროა სწორი ავეჯი, რაც ხარისხიანი, გამძლე, საერთო ინტერიერთან ვიზუალურად შესაბამისი დივნის, ტახტის, ჟურნალების მაგიდისა და სხვა დეტალების შერჩევას გულისხმობს.
როგორ შევაფასოთ სივრცე სანამ მისაღები ოთახის ავეჯის შერჩევას დავიწყებთ, პირველ რიგში, აუცილებელია სივრცის სწორი შეფასება. ოთახის ზომისა და გეგმარების გაანალიზება დაგვეხმარება იმის გარკვევაში, როგორი პროპორციებისა და სტილის ავეჯი იქნება შესაბამისი კონკრეტულად ჩვენი სივრცისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ ბევრად მარტივი ხდება გადაწყვეტილების მიღება - ოთახს დიდი დივანი უფრო შეესაბამება, თუ კომპაქტური მოდელის შერჩევა სჯობს; დაეტევა თუ არა, მაგალითად დეკორატიული სავარძელი და ა.შ. გარდა ამისა, ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ კარის, ფანჯრების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების ოთახში განლაგება. სად უნდა განთავსდეს ტელევიზორი? არის თუ არა ბუხარი? ავეჯის განაწილება სწორედ ამ დეტალების მიხედვით უნდა დაიგეგმოს, რათა სივრცე იყოს კომფორტული და ფუნქციური. თქვენი ინდივიდუალური საჭიროებები ავეჯის შერჩევისას მნიშვნელოვანია არამარტო სივრცის ზომის, არამედ თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაც. მაგალითად, თუ დიდი ოჯახი გყავთ ან პატარა ბავშვებთან ერთად ცხოვრობთ, გესაჭიროებათ უფრო გამძლე, მაღალი ხარისხის და დიდი ზომის ავეჯი, რომელიც გაუძლებს ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებას. ხოლო თუ მარტო ცხოვრობთ, თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ ღია ფერის, ნაზი ქსოვილის ელეგანტური დიზაინის ავეჯი. ასევე გაითვალისწინეთ, რამდენად ხშირად გყავთ სტუმრები, აწყობთ თუ არა წვეულებებს და შესაბამისად, რამდენად ინტენსიური დატვირთვა იქნება ყოველდღიურობაში მისაღები ოთახის ავეჯზე. ეს დეტალები დაგეხმარებათ სწორი და თქვენზე მორგებული არჩევანის გაკეთებაში. ავეჯის შერჩევის კრიტერიუმები მისაღები ოთახის ავეჯის შერჩევისას მრავალი წვრილმანი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. პირველ რიგში, ავეჯი უნდა იყოს კომფორტული და ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამზადებული იყოს ხარისხიანი მასალებისა და გამძლე ქსოვილისგან, რათა დიდხანს შეინარჩუნოს გარეგნული სახე. დივანი, სავარძლები და ჟურნალების მაგიდა ვიზუალურადაც უნდა ერგებოდეს ოთახის ინტერიერის სტილს, ფერთა პალიტრასა და განწყობას. და რაც მთავარია, ოთახში უნდა რჩებოდეს საკმარისი ადგილი სამოძრაოდ. რბილი ავეჯი რბილი ავეჯის არჩევისას მთავარი კრიტერიუმებია კომფორტი, ზომა და ქსოვილის გამძლეობა. ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენად თავსებადია დივანი ან სავარძელი ოთახის გეგმარებასთან და შეესაბამება თუ არა თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს. თუ პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, უმჯობესია აირჩიოთ ადვილად მოსავლელი და გამძლე ქსოვილის ავეჯი. ჟურნალების მაგიდა ჟურნალების მაგიდის შერჩევისას გაითვალისწინეთ როგორც ფუნქციური, ასევე ვიზუალური მხარე. მაგიდა არ უნდა იყოს ძალიან დიდი, რათა არ გადატვირთოს ოთახი. იდეალურ შემთხვევაში, სასურველია, ჰქონდეს დამატებითი სათავსოები წვრილმანი ნივთებისთვის. ტელევიზორის მაგიდა ტელევიზორის მაგიდა უნდა იყოს შესაბამისი სიმაღლის, რათა ეკრანის ყურებისას თვალები არ დაგეძაბოთ. მნიშვნელოვანია, რომ მაგიდა ვიზუალურად თანხვედრაში იყოს საერთო ინტერიერთან. სათავსოები სათავსოების შერჩევისას გაითვალისწინეთ, რამდენად ეფექტურად ხდება სივრცის ათვისება. თაროების დახმარებით, ნივთების უკეთ ორგანიზებას შეძლებთ, რაც წესრიგის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ. თუ სივრცეში შეზღუდული ხართ, დაფიქრდით მრავალფუნქციური ავეჯის შეძენაზე. ვიზუალი ავეჯის ვიზუალური მხარე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ფუნქციური მახასიათებლები. ამიტომ ავეჯი ოთახის საერთო ინტერიერს უნდა შეუხამოთ. გაითვალისწინეთ ფერთა პალიტრა, იატაკისა და კედლების ტონალობა, განათება და დეკორი. მაგალითად, მინიმალისტური სტილის ინტერიერს სავარაუდოდ სადა და ვინტაჟური ავეჯი მოუხდება, თუმცა ასევე შესაძლებელია, ფერადი დეკორატიული სავარძლით მისი გახალისება და დიზაინში პერსონალური შტრიხების შეტანა. მნიშვნელოვანია ავეჯის ფორმა, მასალა და ფერები სივრცეს ჰარმონიულად ესადაგებოდეს. ხარისხი და კომფორტი ავეჯის შეძენამდე მნიშვნელოვანია პირადად შეამოწმოთ, რამდენად რბილი, კომფორტული და სასიამოვნოა. კომფორტი ხშირად დამოკიდებულია ავეჯის შიგთავსზე, სტრუქტურაზე და, განსაკუთრებით, იმ ქსოვილზე ან მასალაზე, რომლისგანაც არის დამზადებული. მაგალითად, ბუნებრივი ქსოვილები უფრო ნაზია, ხოლო სინთეტიკური მასალები ხშირად გამძლეობით გამოირჩევა. ამ დეტალების სწორად შეფასებით თქვენზე მორგებულ მოდელს იპოვით. ბიუჯეტი ავეჯის შერჩევის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიუჯეტის განსაზღვრაა. სასურველია, წინასწარ დაგეგმოთ, რა თანხის ფარგლებში აპირებთ ავეჯის შეძენას, რათა თავიდან აირიდოთ არასაჭირო ხარჯები და სპონტანური გადაწყვეტილებები. განსაზღვრული ბიუჯეტი დაგეხმარებათ უფრო მარტივად შეარჩიოთ ხარისხიანი ავეჯი ხელმისაწვდომ ფასად. შეჯამება მისაღები ოთახის ავეჯის შერჩევისას მნიშვნელოვანია ვიზუალური და ფუნქციური მახასიათებლების გათვალისწინება. ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, აუცილებლად ნახავთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ, ინტერიერთან შესაბამის ავეჯს ხელმისაწვდომ ფასად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები