18 / აგვისტო 2020
მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე- ღამის განმავლობაში აფხაზეთში 94 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. 8 მათგანს Covid-19 დაუდგინდა. ამავე ცნობით, გრძელდება ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა.