ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ყირიმის პარლამენტის და მთავრობის შენობები დაიკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელმა , რეფატ ჩუბაროვმა განაცხადა.
"მე მაცნობეს, რომ უმაღლესი რადას და მინისტრთა კაბინეტის შენობა შეირაღებულმა, გაურკვეველი წარმომავლობის უნიფორმიანმა ხალხმა დაიკავა. ჯერჯერობით, მათ რაიმე მოთხოვნა არ წამოუყენებიათ",- განაცხადა რეფატ ჩუმაროვმა.
მისივე თქმით, მეჯლისი მოუწოდებს ყირიმელებს, არ მიუახლოვდნენ აღნიშნულ შენობებს.
ამასთან, ფრაქცია "ბატკივშინას" დეპუტატმა, ანდრეი სენჩენკომ განაცხადა, რომ სამართალდამცავები არკვევენ, ვინ არიან ის ხალხი და რა მოტივები ამოძრავებთ.
აღსანიშნავია, რომ სამთავრობო უწყებების დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სამართალდამცავებს არ გაუვრცელებიათ.
მასალის გამოყენების პირობები