უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო გემი "კონსტანტინ ოლსანსკი", რომელიც დონუზლავში იმყოფება, რუსი სამხედროების შტურმის მოსაგერიებლად ემზადება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმის მედია-ცენტრის ხელმძღვანელმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა.
მისი თქმით, სადესანტო გემი ამ დროისთვის ნავმისადგომთან იმყოფება.
"გემი შტურმისთვის ემზადება. მასზე უკრაინის დროშაა აღმართული", - განაცხადა სელეზნიოვმა.
ipn
მასალის გამოყენების პირობები