რეგიონი
აფხაზური მხარე: ჟენევაში კვლავ გავამახვილებთ ყურადღებას თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე საქართველოსთან
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა რიგით 27-
ე რაუნდი იმართება.
აფხაზური მხარის ინფორმაციით,
აფხაზურ დელეგაციას ე.
წ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ხელმძღვანელებს.
„
დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარიმართება -
უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების.
უსაფრთხოების ჯგუფში,
აფხაზური მხარე კვლავ აპირებს ყურადღება გაამახვილოს იურიდიულად სავალდებული თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე საქართველოსთან",_
წერს აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით,
მიმდინარე ეტაპზე დისკუსიის მონაწილენი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ შეთანხმებაზე მუშაობენ,
რომელსაც „
იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს".
შეხვედრის ამ რაუნდზე ასევე ისაუბრებენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გალის შეხვედრების განახლების საკითხზე.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები