Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/10173576_627929527298127_295057279_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რეგიონი
დადიანების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს მომავალში მომზადდება
ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების მუზეუმის დათვალიერებისას განაცხადა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას რესტავრაცია სჭირდება. საქართველოს მთავრობის მეთაურს არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია ზუგდიდის მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, დედოფლისეულ სასახლეში არ არსებობს ვენტილაციის არანაირი საშუალება; სასახლის ლაზური აივანი, რომელიც 80-იანი წლების შემდეგ არ შეკეთებულა, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს; ხოლო ნიკო დადიანის სასახლეს განახლება სჭირდება. პრემიერ-მინისტრი სასახლის დათვალიერებისას მუზეუმის დირექტორს დაპირდა, რომ რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს მომავალში მომზადდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ლილი ბერაიას მუზეუმის შესანარჩუნებლად გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის განმარტებით, მუზეუმის დირექტორმა უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი და მასში დაცული უნიკალური საგანძური თავგანწირვის ფასად გადაარჩინა, რაც ფასდაუდებელი ღვაწლია. „თქვენნაირი მამულიშვილების თავდადებაზე იდგა ყოველთვის საქართველო. თქვენ ხართ მაგალითი მომავალი თაობებისთვის, როგორ უნდა ემსახურო შენს ქვეყანას“, - მიმართა პრემიერმა მუზეუმის დირექტორს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა დადიანების მუზეუმის სამსახსოვრო წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.