
დევნილთა პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქსელ „სინერგიას“ წევრებმა იმსჯელეს. ქსელი „სინერგია“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე 2002 წლიდან მუშაობს.
დევნილთა პოლიტიკური და სოციალური გააქტიურებისა და ინტეგრირების მიზნით ქსელის წევრები შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არსამთავრობო ორგანიზაციებთან მართავენ. პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო დებატებსა და მათ პროგრამებში დევნილი მოსახლეობის პრობლემათა სპექტრის ადეკვატურად ასახვის საკითხზე ქსელ „სინერგიას“ წევრებმა კოალიცია „ქართული ოცნების“, „ქრისტიან დემოკრატების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან იმსჯელეს.
„თუ დევნილების საკითხებთან მიმართებაში არ იქნება პარტიებისა და ხელისუფლების ხელშეწყობა და არ შედგება კონსტუქციული დიალოგი, მაშინ შედეგი მიღწეული ვერ იქნება“ - აღნიშნა „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის“ წევრმა ნონა უბილავამ.
მასალის გამოყენების პირობები